პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
პრინცი ჰარი ლონდონში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო 02.10.2026 00:58

სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი, ლონდონის საიმპერატორო ომის მუზეუმში უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ საქველმოქმედო საღამოს - United For Freedom-ს დაესწრო.

 

ღონისძიება 1 ოქტომბერს გაიმართა და მას დაახლოებით 120 სტუმარი დაესწრო. საღამოზე დასასწრებად თითოეულმა სტუმარმა 1 000 გირვანქა სტერლინგი გაიღო. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ბრიტანელი მილიარდერი და Virgin Group-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი იყო.

 

საქველმოქმედო საღამოდან მიღებული თანხა უკრაინის მხარდამჭერ ორ ფონდს, მათ შორის Superhumans-ს, მოხმარდება. ორგანიზაცია ომის შედეგად დაშავებულ უკრაინელებს ოპერაციებით, რეაბილიტაციითა და პროთეზირებით ეხმარება. საღამოს პროგრამაში ასევე შედიოდა საქველმოქმედო აუქციონი, რომლის ერთ-ერთი ლოტი ბრენსონის კუთვნილ მოსკიტოს კუნძულზე ერთკვირიანი დასვენება იყო. ჰარიმ აუქციონისთვის საკუთარი მემუარების, Spare-ის, ხელმოწერილი ეგზემპლარი გაიღო.

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ