ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ესპანეთის ქალაქ მადრიგერაში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა 03.10.2026 17:50

 

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მადრიგერაში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა 90-მდე ადამიანი გადაარჩინეს.

პატარა დასახლებაში, სადაც სულ 4 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რეკორდული ოდენობის ნალექი მოვიდა - ერთ კვადრატულ მეტრზე 140 ლიტრი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა დაღუპული 102 წლის ქალის ოჯახს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიუსამძიმრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანდაზმული საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი, რომელიც უხვი ნალექის დროს, წყლით დაიტბორა.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ