კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
დონალდ ტრამპი – რესპუბლიკელებმა 2026 წლის შუალედური არჩევნები უნდა მოიგონ და ჩვენ ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ 03.10.2026 23:49

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ყველა არსებული რესურსი უნდა გამოიყენონ, რათა დემოკრატებმა არჩევნებში გამარჯვება ვერ შეძლონ.

„რესპუბლიკელებმა 2026 წლის შუალედური არჩევნები უნდა მოიგონ და ჩვენ ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ - იქნება ეს ადრეული ხმის მიცემა, ხმის მიცემა დაუსწრებლად, ფოსტით თუ პირადად, ჩვენ რადიკალური მემარცხენე დემოკრატები მასობრივი აქტივობით უნდა „დავტვირთოთ"! ძალიან მნიშვნელოვანია - გთხოვთ, გადით და მიეცით ხმა. კვლავ გახადეთ ამერიკა დიდებული!"- აცხადებს ის.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „რესპუბლიკელების" გამარჯვების შემთხვევაში, ის მზად არის, შტატების თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს 5  000 აშშ დოლარი გადასცეს.

„რესპუბლიკელები 2026 წლის შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატასა და სენატში თუ გაიმარჯვებენ, ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ზრდასრულ მოქალაქეს  5000 დოლარს გადავცემ", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ