ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა, გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა 05.10.2026 17:50

 

შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა, გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 11-ის გადაარჩენა მოხერხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით „როიტერი" ავრცელებს.

რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემი ჩაძირვის საფრთხის წინაშე იყო.

ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციის განცხადებით, ინციდენტი გემ Royad Mammadov-ს უკავშირდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

რუმინული მედიის ინფორმაციით, გემი თურქული იყო და მარცვლეული გადაჰქონდა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ