17.10.2026 12:29
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 ოქტომბერს აღმასრულებელი ბრძანებით შეაჩერა რუსეთის წინააღმდეგ "ლინდსი გრემის კანონით" გათვალისწინებული ახალი სანქციებისა და ტარიფების მნიშვნელოვანი ნაწილის ამოქმედება.
კანონი, რომელსაც ტრამპმა 18 სექტემბერს მოაწერა ხელი, ითვალისწინებს რუსულ საქონელზე დამატებით 500%-იან ტარიფს, ხოლო რუსული ნავთობისა და გაზის უმსხვილესი შემსყიდველი ქვეყნებისთვის - დამატებით 100%-იან ტარიფებს.
ტრამპმა გამოიყენა კანონით მინიჭებული გამონაკლისის უფლება და კონგრესს აცნობა, რომ სანქციების შეჩერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. შეზღუდვები შეჩერებული დარჩება შესაბამისი გადაწყვეტილების შეცვლამდე.
თავად კანონი არ გაუქმებულა. რუსეთის წინააღმდეგ მანამდე მოქმედი ამერიკული სანქციები ძალაში რჩება.