20.10.2026 09:33
საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის პარიზში, ლიონში, ლილში და ნიცაში, კომენდანტის საათი მოქმედებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, შესაბამისი განკარგულებები პრეფექტურებმა მას შემდეგ გასცეს, რაც პროტესტი მასობრივ არეულობაში, ვანდალიზმში და მოროდიორობაში გადაიზარდა.
ქუჩაში მომხდარი შეტაკებებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 513 პირი დააკავეს. ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ პროკურატურებს მისცა დირექტივა, საქმეები "ორგანიზებული დანაშაულის" მუხლით დააკვალიფიცირონ, რაც წინასწარი დაკავების ვადის 48-დან 72 საათამდე გაზრდის საშუალებას იძლევა.
ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება ასობით მოსწავლემ, სტუდენტმა, პედაგოგმა და სამართალდამცველმა მიიღო. ხელისუფლება ძალადობის ორგანიზებაში ულტრამემარცხენე ჯგუფებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს და, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს.