ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ზელენსკი: რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ომს არ ვაგებთ, მაგრამ ვკარგავთ ადამიანებსა და დროს 20.10.2026 23:12

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ომს არ აგებს, თუმცა რუსეთის თავდასხმების შედეგად ადამიანებს კარგავს და დრო გადის, ამიტომ რუსეთის აგრესიის რაც შეიძლება მალე შეჩერებას ცდილობს.

 

ამის შესახებ ზელენსკიმ 20 ოქტომბერს, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„რაც შეეხება იმას, ვაგებთ თუ არა ომს - რა თქმა უნდა, ომს არ ვაგებთ. მაგრამ რუსეთის თავდასხმების გამო ადამიანებს ვკარგავთ. ადამიანებსა და დროს ვკარგავთ, რადგან ჩვენი შვილები რეალურ ცხოვრებასა და ბავშვობას ვერ ხედავენ, ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ეს ყველას ეხება. სწორედ ამიტომ გვინდა, ომი რაც შეიძლება მალე დავასრულოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ უკრაინას ამაში პარტნიორები - აშშ და ევროპა დაეხმარებიან.

 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი ფორმისთვის.

 

„მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მზად ვართ. და ღმერთმა ქნას... ჩვენი ძლიერი ჯარისკაცები მტკიცედ დგანან ბრძოლის ველზე და ეს მეხმარება, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების დროს ძლიერი ვიყო", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ