24.10.2026 18:04
პარიზის გარეუბანში საფრანგეთის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების მთავარი მსვლელობა დაიწყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ხელისუფლებამ დემონსტრანტებს თავდაპირველად შეთანხმებული მარშრუტით გადაადგილება აუკრძალა და აქცია ქალაქის განაპირა ტერიტორიაზე გადაიტანა, დედაქალაქის სავაჭრო და პოლიტიკურ ცენტრებიდან მოშორებით.
ხელისუფლების აკრძალვამ მომიტინგეებში უკმაყოფილება გამოიწვია. პოლიციამ აქციის შეთანხმებული მარშრუტი გუშინ აკრძალა, რის გამოც დემონსტრანტებს პარიზის გარეუბანში მოუწიათ შეკრება.
ხელისუფლება, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ ამ გზით საპროტესტო აქცია ნაკლებად შესამჩნევი იქნება და არეულობის რისკიც შემცირდება. თუმცა, საფრანგეთში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, უკმაყოფილება გასული კვირის აქციების დროს მომხდარი ძალადობის მიუხედავად არ განელებულა..
დღევანდელი მსვლელობის დასაწყისში გასული კვირის აქციისთვის დამახასიათებელი დაძაბულობა არ შეინიშნებოდა. სტუდენტები მთავრობას მოუწოდებდნენ, განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდის მოთხოვნებს სერიოზულად მოეკიდოს, იუწყება CNN-ი.