28.10.2026 22:25
ევროპის წარმომადგენლები რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ს მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას არ მიიღებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„შეუძლიათ, აბუ დაბიში ჩავიდნენ, თუ ბილეთებს იყიდიან, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან მათ არავინ დაიბარებს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
უშაკოვის თქმით, მხარეები სამმხრივი მოლაპარაკებების ნოემბერში განახლებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ ვთქვით, რომ ეს ნოემბრის შუა რიცხვებში, 10 ნოემბრის შემდეგ იქნება. ეს თარიღები დავასახელეთ. რაც შეეხება ზუსტ თარიღს, ჯერ არ გამოგვიცხადებია", - აღნიშნა უშკოვმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ევროპელი ლიდერების მონაწილეობა არ განხილულა არც ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარში ფინეთის პრეზიდენტთან და ნორვეგიის პრემიერთან.