სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
GE EN RU
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ზესაიდუმლო საკომუნიკაციო ქსელი გაითიშა - CNN 17.11.2026 21:15

 CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შიდა საკომუნიკაციო ქსელი „NSA Net“ მწყობრიდან გამოვიდა.

ინფორმაციას გამოცემა ვითარების მცოდნე ექვს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

"NSA Net“ გამოიყენება სააგენტოს თანამშრომლებს შორის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცვლისთვის. შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ ეტაპზე კიბერშეტევის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

 

 სააგენტო პრობლემის მასშტაბებს იკვლევს. პარალელურად, თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილზე გამოცხადების ეტაპობრივი გრაფიკი შემოიღეს.

 

ამერიკელი მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების განცხადებით, შეფერხება ხელს არ შეუშლის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გადაუდებელი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას. ხელისუფლებას ამისთვის ალტერნატიული დაცული საკომუნიკაციო არხები აქვს.

 

 ინციდენტი აშშ-ში ბოლო დროს დაფიქსირებული რამდენიმე მსხვილი ტექნიკური შეფერხების ფონზე მოხდა. გასულ პარასკევს ავიამიმოსვლის მართვის სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ ქვეყნის მასშტაბით ათასობით ფრენა შეაფერხა, გასულ კვირას კი მასშტაბურად შეფერხდა Microsoft-ის სერვისების მუშაობაც.

 

 წყარო: 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ