ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ხუთი სამხედრო დაიღუპა 25.11.2026 01:36

თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევა თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ესქიშეჰირის პროვინციაში მოხდა.

 

მათივე ცნობით, AS-532-ის ტიპის ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ასრულებდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

 

მანამდე, 12 ნოემბერს თურქეთში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის რეგიონში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ